გოგონა თეთრებში
გოგონა თეთრებში | |
---|---|
Girl in White[1] | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
კატალოგი | F788 და JH2055 |
ტიპი | ზეთის საღებავები, ტილო |
სიმაღლე | 66.7 45.8 |
სიგანე | 45.8 |
ქალაქი | ვაშინგტონი |
მუზეუმი | ხელოვნების ეროვნული გალერეა (ვაშინგტონი) |
გოგონა თეთრებში — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებულია საფრანგეთში, პატარა ქალაქ ოვერ-სიურ-ოაზში 1890 წელს, მხატვრის ცხოვრების უკანასკნელი თვეების მანძილზე. ნამუშევარი ჩესტერ დეილის კოლექციის ნაწილია და 1963 წლიდან ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნული გალერეაში ინახება.[2]
ოვერ-სიურ-ოაზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1890 წლის მაისში ვან გოგი სენ-რემი-დე-პროვანსიდან პარიზში საკუთარ ძმასთან, თეოსთან, მის მეუღლე იოჰანასთან და მათ ახალშობილ ვაჟ ვინსენტთან სამი დღით გაემგზავრა.[3] პარიზში ვან გოგის სტუმრობა ამჟამად განსხვავებული იყო. ქალაქის ხმაურს გადაჩვეულ მხატვარს ახალი ნამუშევრების შექმნის სურვილი ჰქონდა.[4] ვინსენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისმა ძმამ, თეომ და მხატვარმა კამილ პისარომ დაგეგმეს მისი ოვერში ექიმ პოლ გაშესთან გაგზავნა,[3] მანამ კი წერილი მისწერეს ექიმს, რომელიც იყო ჰომეოპათი ფიზიკოსი და ხელოვნების მეცენატი.[2][5] ოვერის სასტმროში ვან გოგმა ოთახი დაიკავა[4] სწორედ იქ მეთვალყურეობდა მას პოლ გაშე,[2] რომელსაც შემდგომში ძალიან დაუახლოვდა და მოიხსენიებდა კიდეც როგორც „მეორე ძმას“. ვინსენტს შესრულებული აქვს გაშეს პორტრეტების სერია, ასევე ხატავდა მის ქალიშვილსაც.[4]
ვან გოგის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა. ის მაქსიმალურად კონცენტრირდა ხატვაზე, მისი ოთახი სავსე იყო დასრულებული ნახატებით.[3] მაისიდან გარდაცვალებამდე, 29 ივლისის ჩათვლით, მან 70 ნამუშევარი შექმნა, ხატავდა დღეში ერთზე მეტ ნახატს, მათ შორის ჩანახატებსაც.[2] ვან გოგი ხატავდა პორტრეტებს, მინდვრის პეიზაჟებს და ქალაქ ოვერის შენობებს, მათ შორის იყო „ტაძარი ოვერში“[4]
თუმცა ვინსენტის გამოჯანმრთელებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიუხედავად, როგორც უოლასი ამბობს,[3] მისი აღსასრული ახლოვდებოდა. მძიმედ დაავადდა თეოს ვაჟი, მაშინ როცა თეოს თავადაც აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები, მან გდაწყვიტა მიეტოვებინა დამქირავებელი და საკუთარი ბიზნესი დაეწყო. გაშე ამბობდა, რომ საკუთარმა ექსცენტრიულობამ და ნერვოზმა ვინსენტის გამოჯანმრთელების საქმეც კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა.[3][4]
პარიზში საოჯახო შეკრებაზე დასწრების შემდეგ ვან გოგი ოვერში მეტად დასუსტებული ჩავიდა. ის ერთ-ერთ წერილში წერს: „და ხედი უფრო ბნელი ხდება, საერთოდ ვეღარ ვხედავ მომავალს“.[3]
პორტრეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოვერში ყოფნისას ვინსენტ ვან გოგმა ერთი და იმავე ქალის ორი პორტრეტი შექმნა. ის აღწერს მას როგორც გლეხ ქალს დიდი ყვითელი ჩალის ქუდით, რომელზეც ცისფერი ბაფთაა[2] მეორე ნამუშევარზეც იგივე ქალია გამოსახული თუმცა ამჯერად ის ზის და ლურჯი სამოსი აცვია.
ვან გოგი დრამატული ეფექტის შესაქმნელად ქალს გვერდითი ხედიდან ხატავს. ეს გნზრახული ეფექტი ნამუშევარში სწორედ საგანთა განლაგებით რეალიზდება. სივრცის უდიდეს ნაწილს ქალი ავსებს და ამით ის მნახველთან მეტად ახლოვდება. ქალის მზერა არსაითაა მიმართული და ამასთან სახეც მეტწილად დაჩრდილულია. ქალის ექსპოზიციით, ახლო ხედით, მისი ემოციური დისტანციაც მგრძნობიარე ხდება.[6]
მსგავსი ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ოციანი წლების პრიმიტივისტი, კუბისტი და აბსტრაქციონისტი ავტორები ვან გოგის ნახატს „გოგონა თეთრებში“ ადარებენ ჯონ ბაიემ ლისტენ შოუს მიერ შესრულებულ ქალის პორტრეტს სახელად „1900 ბურების ომი“. ისინი ამ შედარებისას ახდენენ იმ მნიშვნელოვანი სახსიათო თვისებების იდენტიფიცირებას, რაც მოდერნისტულ ხელოვნებას ახასიათებს. ვინსენტის ნამუშევარში ყურადღება გამახვილებულია ფორმალურ ასპექტებზე ისევე, როგორც ამას შოუ აკეთებს საკუთარ ნახატში. მათი თქმით პრიმიტიული დ სათქმელზე ორიენტირებული ნამუშევარი ამდიდრებს მისგან მიღებულ ემოციას.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ National Gallery of Art - Collection
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Girl in White, 1890. The Collection. National Gallery of Art (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-30. ციტირების თარიღი: March 21, 2011. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "NGA" defined multiple times with different content; $2 - ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Wallace, R (1969). The World of Van Gogh (1853-1890). Alexandria, VA, USA: Time-Life Books, გვ. 162–163.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Leeuw, R [1996] (1997). The Letters of Vincent van Gogh. London and other locations: Penguin Group, გვ. 488, 490, 491.
- ↑ Strieter, T (1999). Nineteenth-Century European Art: A Topical Dictionary. Westport: Greenwood Press, გვ. 17. ISBN 0-313-29898-X.
- ↑ Harrison, Charles (2005). Painting the Difference: Sex and Spectator in Modern Art. Chicago: The University of Chicago Press, გვ. 14. ISBN 0-226-31797-8.
- ↑ Harrison, C; Frascina, F; Perry, G [1993] (1994) Primitivism, Cubism, Abstraction: The Early Twentieth Century. Yale University Press with Open University, გვ. 200–201. ISBN 0-300-05516-1.